სასულიერო პირს, რომელსაც მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, ბრალი წარუდგინეს

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სასულიერო პირს ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა (გორგოშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები