ალხას კვიწინია – “ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა, პოლიტიკოსები და ხალხი საკუთარ აზრს დააფიქსირებენ”

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალხას კვიწინია აცხადებს, რომ „ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა შექმნილი, ოპოზიცია კი, მის დარეგულირებას ცდილობს, რომ ვითარება კანონიერ ჩარჩოებს არ გასცდეს“.

ამის შესახებ კვიწინიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა, მის დარეგულირებას ვცდილობთ, რომ ის კანონიერ ჩარჩოებს არ გასცდეს. გვაქვს ასეთი პრეცედენტები, როდესაც ყველაფერი უკანონო გზებით ხდებოდა. ხალხს ჩვენიანებად და სხვისიანებად არ ვყოფთ. ყველა ერთნი ვართ და ერთისთვის ვიბრძვით, რომ აფხაზეთში ხალხისთვის კარგი, სამართლიანი ცხოვრება იყოს. ვცდილობთ ვითარების გაკონტროლებას, მართვას, რომ ქაოსის არიდება მოხდეს. ეს ნომერ პირველი ამოცანაა, დანარჩენი გამოჩნდება. ვფიქრობ, პოლიტიკოსებიც და ხალხიც საკუთარ აზრს გამოხატავენ. ვფიქრობ, რომ ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდებით“, – აღნიშნა კვიწინიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები