სოხუმში არეულობაა – აქციის მონაწილეები დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ.ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ (ფოტო,ვიდეო)

სოხუმში არეულობაა, აქციის მონაწილეები დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ.ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და შენობის შესასვლელი კარი შეამტვრიეს.

დღეს, ე.წ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ალხან კვიწინიას სარჩელს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანცია განიხილავს.

კვიწინია ე.წ. არჩევნების შედეგის გაუქმებას ითხოვს.

შეკრებილებს და ე.წ. ადმინისტრაციის დაცვას შორის შეტაკებაც მოხდა.

აქციის მონაწილეები სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუჩაში დაელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ ე.წ.სასამართლოს საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში მიღებისთანავე შედის, თუმცა ის შესაძლოა ე.წ. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გასაჩივრდეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ე.წ. ცესკოს მონაცემით, გამარჯვება მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

თუმცა ე.წ. არჩევნებში ხაჯიმბას ოპონენტმა კვიწინიამ 11 სექტემბერს ე.წ. სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 20 სექტემბერს კვიწინიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7 ოქტომბერს, კვიწინიამ ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, ამ წუთებში კი, სწორედ ამ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები