“ჩვენი მონაცემებით, 80%-ში “ბ” ტიპის ვირუსი ცირკულირებს, დაახლოებით 10-12%-ში კი “ა” ტიპის და მათ შორის “ეიჩ ერთი ენ ერთის” ვირუსი”

ჩვენი მონიტორინგის მონაცემებით, დაახლოებით 80%-ში ცირკულირებს “ბ” ტიპის ვირუსი და დაახლოებით 10-12%-ში ეს არის “ა” ტიპის და მათ შორის “ეიჩ ერთი ენ ერთის” ვირუსი”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გრიპის ეპიდ სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

“კლება არის მიმართვიანობისა და ახალი შემთხვევებისა გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების ქვეყანაში. თუ დეკემბრის ბოლოს გვქონდა 312 ასი ათას მოსახლეზე, ახლა არის 191. ეს კლებაა როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ისე დეკემბრის ბოლო კვირასთან მიმართებაში. მაგრამ 3 პროცენტით მატებაა ე.წ. მძიმე, მწვავე, რესპირატორული ინფექციით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დაახლოებით 19 %, რომელიც დეკემბრის ბოლო კვირაშია, 22%-მდე გაიზარდა იანვრის პირველ კვირაში, მაგრამ ეს ორჯერ ნაკლებია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ ქვეყანაში შედარებით სიმშვიდეა. გრიპის ეპიდ სიტუაცია სრულად ემორჩილება კონტროლს და ეს დაახლოებით პროგნოზირებადია იმ თვალსაზრისით, რომ ძირითადად “ბ” ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით გამოირჩევა, ვიდრე “ა” ტიპის გრიპის ვირუსი. ჩვენი მონიტორინგის მონაცემებით, დაახლოებით 80%-ში ცირკულირებს “ბ” ტიპის ვირუსი და დაახლოებით 10-12%-ში ეს არის “ა” ტიპის და მათ შორის “ეიჩ ერთი ენ ერთის” ვირუსი”,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები