პუერტო-რიკოში კიდევ ერთი, 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
პუერტო-რიკოში მესამე 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, – იტყობინება აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში, დასახლებულ პუნქტ ტალიაბოასთან მოხდა.
ამ შემთხვევაშიც მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, არც ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.
პუერტო-რიკოში პირველი მიწისქვეშა ბიძგები 5,7 მაგნიტუდით, 6 იანვარს დაფიქსირდა, დღეს კი, 6,6 -ის რომელსაც 10 წუთის შუალედით კიდევ ერთი 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.