თერჯოლაში იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მეგა ტვ“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, იარაღი გარდაცვლილის 3 წლის ძმას გაუვარდა და მეორე ძმას მოხვდა. მცირეწლოვანი ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.