არჩილ თალაკვაძე: არ დავუშვებთ, რომ რომელიმე პოლიციელმა კანონდარღვევის გამო პოლიციის იმიჯი შელახოს

ჩვენ, არ დავუშვებთ, რომ რომელიმე პოლიციელმა კანონდარღვევის გამო პოლიციის იმიჯი შებღალოს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლისთვის პატიმრობის შეფარდებას.

თალაკვაძის თქმით, საქმეზე რეაგირება დროული იყო.

“როდესაც პოლიციელი, ნებისმიერი მოქალაქე კანონს არღვევს, სისტემა ჩანს შემდეგ, როცა რეაგირების საჭიროება დგება. ამ შემთხვევეში, რეაგირება ძალიან დროული იყო. პირი დაკავებულია, გამოძიება დაწყებულია. რა მტკიცებულებებიც იქნება საქმეში და რა შეკითხვებიც გამოიკვეთება ამაზე სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს. ჯერჯერობით ამ ადამიანებს ბრალი უნდა დაუმტკიცდეთ. ჩვენ, არ დავუშვებთ, რომ რომელიმე პოლიციელმა კანონდარღვევის გამო პოლიციის იმიჯი შებღალოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები