რა წერია წერილში, რომელიც საპატრიარქომ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმართა სიაში დეკანოზ გიორგი მამალაძის არ მოხვედრასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, ჟურნალისტებს ის წერილი წარუდგინა, და მისი შინაარსი გააცნო, რომელიც საპატრიარქომ სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ამდინისტრაციაში გაგზავნა.

„მოგესალმებით, პატივისცემით და მოგმართავთ, ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არა ერთ გზის თხოვნით გათვალისწინებით“, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები