სოხუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სოხუმში, გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.

როგორც ე.წ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, „ლადას“ მარკის ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა.

მსუბუქი მანქანის მძღოლი და მისი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრია გადაყვანილი.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები