სანტა კლაუსი სამტრედიას ეწვია

მსოფლიოს “მშვიდობის კეთილი ნების ელჩი”, ბავშვების საყვარელი, ზღაპრული გმირი სანტა კლაუსი ლაპლანდიიდან, თავისი ტრადიციული ირმებით, მარხილით და გნომების თანხლებით სამტრედიას ეწვია. მან ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილ პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

მოსახლეობასთან ერთად ყველასათვის საყვარელ ზღაპრულ გმირს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.

სანტა კლაუსის მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით 31 დეკემბერს დაიწყო. პროექტის ინიციატორები არიან: საქართველო-ფინეთის მეგობრობის ასოციაცია, „თბილისი- ჰელსინკი და ევროპული ალიანსი საქართველოსათვის!“, ფინეთ-საქართველოს ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი, „საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად!“, ფინეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები