კახეთში დისშვილმა დეიდა მოკლა

მკვლელობა მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში. დისშვილმა დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდას ფულს სთხოვდა.

მათივე თქმით, კაცი ხშირად სვამდა და ქალს ფულისთვის აკითხავდა.

დანაშაული ცხელ კვალზე იქნა გახსნილი.დაკავებულია 1993 წელს დაბადებული მამაკაცი. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც “რეგიონულ კვირას“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა განუცხადა, გარდაცვლილი შშმ პირი იყო და დაკავებულის დედასთან ერთად ცხოვრობდა.

მიხეილ კუტუბაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სხვა სოფლის მკვიდრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები