გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა. „ თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი თანადგომა და ყურადღება სჭირდება. გილოცავთ ახალ წელს, მინდა ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ, მრავალს დაესწარით”, – უთხრა ნასარაიამ სახლის ბენეფიციარებს.
“ხანდაზმულთა სახლში” გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ოჯახთან და თავის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად იმყოფებოდა.
“ხანდაზმულთა სახლი” “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ბაზაზე არსებობს, სადაც ამჟამად 15 ბენეფიციარია.