კიევმა და მოსკოვმა გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

უკრაინამ და რუსეთმა გაზის ტრანზიტის ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც, უკრაინის გავლით ევროპა ბუნებრივი აირით უწყვეტად მომარაგდება.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, შეთანხმებამ მხარეთა შორის ინტერესების ბალანსი აღადგინა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში შეთანხმების მიღწევა დაადასტურა. ხუთი წლის განმავლობაში გაზის ტრანზიტისთვის უკრაინა შვიდ მილიარდ დოლარს მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ხელშეკრულება პირველ წელს 65 მილიარდი კუბური მეტრი საწვავის გადაქაჩვას ითვალისწინებს, ყოველ შემდეგ წელს კი ევროპას 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები