„რია ნოვოსტი“ :მოსკოვი-თბილისის ავტობუსის მძღოლს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა გამოძიების დასრულებამდე პატიმრობა შეეფარდა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლიპეცკთან ამოტრიალებული ავტობუსის მძღოლი დაპატიმრებულია. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რეგიონის პროკურატურა იუწყება.

„სტანოვლიანსკის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საგამოძიებო ორგანოების შუამდგომლობა „მოსკოვი-თბილისის“ რეისის ავტობუსის მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ის საპატიმროში დარჩება ძიების განმავლობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან მძღოლი საქართველოს მოქალაქეა, სადაც ის ჩაწერილია და მუდმივად ცხოვრობს, შესაძლოა, მიემალოს ძიებას და სასამართლოს. გამოძიების მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის დათვალისერების შედეგად, აღმოჩენილია ტექნიკურ მდგომარეობასთან და ექსპლუატაციასთან დაკაშირებული დარღვევები. სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებული რვა ადამიანიდან, საავადმყოფოში რჩება მხოლოდ ერთი, რომელიც ელცის საავადმყოფოდან ლიპეცკში გადაიყვანეს. ცნობისთვის, ავტოავარია ლიპეცკის ოლქში 26 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები