იუსტიციის სამინისტრო ქაღალდის ერთთვიანი პირადობის მოწმობების გაცემას იწყებს
იუსტიციის სამინისტრო ქაღალდის ერთთვიანი პირადობის მოწმობების გაცემას იწყებს. უწყების გადაწყვეტილებით, ეს არის გამოსავალი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რწმენის გამო ID ბარათზე უარს აცხადებენ. დოკუმენტს ყველა პირი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ბრძანება დროებითია და საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმოქმედებს.
“იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები დროებით ხასიათს ატარებს. ცვლილებების თანახმად, დაშვებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტამდე. ამ სახის პირადობების მოწმობების გაცემა და მათი მოქმედების ვადა ერთი თვე იქნება”,- განაცხადა სარჯველაძემ.