ძალადობის მსხვერპლი ქალი თუ სუიციდი – ზუგდიდში მომხდარი ტრაგიკული ამბის დეტალები (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 30 წლის ქალი თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები მომხდარში სიძეს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ცხედარს დაზიანებები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.
მათი ვარაუდით, ახალგაზრდა ქალი ქმარმა ჯერ სცემა, მოკლა და შემდეგ სოფლის დეპუტატის ბოსელში ჩამოკიდა.
თავად, გარდაცვლილის მეუღლის ნათესავები სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ ეტაპზე გარდაცვლილი ქალის ქმარი მიმალვაშია და სამართალდამცველები ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები