ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ქედლების დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ ქედლების დაწყებით სკოლას სტუმრობდნენ.
მერმა ვახტანგ ბერიძემ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ დიმიტრაძემ, მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ქედლების დაწყებითი სკოლა ხულოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, სადაც 6 ბავშვი იღებს განათლებას.