ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი: დაჭრის ფაქტს სისასტიკით ხორავას ქუჩის საქმეზე არსებულ სისასტიკეს შევადარებდი

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს, თავისი სისასტიკით ხორავას ქუჩის საქმეზე არსებულ სისასტიკეს შევადარებდი, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სუფრაზე, უმნიშვნელო საბაბს არ შეიძლება ასეთი მძიმე დაპირისპირება მოჰყოლოდა.

“ჭიშკართან მას ელოდებიან პიროვნებები, კახა ჩხეტიანი, ღარიბაშვილი და ძმები ქვათაძეები და სასტიკად უსწორდებიან. ფაქტობრივად, თავს დაესხნენ და სასიკვდილოდ გაიმეტეს. მე, თავისი სისასტიკით, რა ჭრილობებიც მას მიაყენეს დანებით თუ ყავარჯნით ალბათ ხორავას ქუჩის საქმეზე არსებულ სისასტიკეს შევადარებდი. იმ სუფრაზე ისეთი უმნიშვნელო საბაბი იყო, რომ ამას ასეთი მძიმე დაპირისპირება არ შეიძლება მოჰყოლოდა. უკავშირდება თუ არ უკავშირდებოდა ეს ადრე არსებულ წყენას, რომელიც კახა ჩხეტიანსა და ცოტნე გამსახურდიას შორის არსებობდა ამ მიმართულებით გამოძიებამ უნდა იმუშაოს”,- განაცხადა ადვოკატმა.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს, ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები