არჩილ თალაკვაძე: კულტურის სფეროს მუშაკთა წინადადება სერიოზულ განხილვას საჭიროებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, კულტურის სფეროს მოღვაწეების მოთხოვნას გამოეხმაურა. მოთხოვნის მიხედვით, კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად უნდა გამოიყოს.

თალაკვაძის თქმით, ეს წინადადება სერიოზულ განხილვას საჭიროებს და გადაწყვეტილება დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.

“ყოფილა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გუნდში, დისკუსია, თუმცა მოგეხსენებათ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იყო მცირე მთავრობის კონცეფცია, ნაკლები სამინისტროები. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია კულტურის სფეროს მუშაკთა ეს წინადადება, ეს საჭიროებს სერიოზულ განხილვას, ეს არის პირველ რიგში, მთავრობის და შემდეგ უკვე დიდი პოლიტიკური გუნდის კომპეტენცია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება განხილვა და სჭირდება არგუმენტების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამ მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები