გაგრის, ოჩამჩირის, გალის და გუდაუთის რაიონებში ხანძარს ვერ აქრობენ – მაშველებს წვიმის იმედი აქვთ

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის, ოჩამჩირის, გალის და გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარას ტყეებში, მესამე დღეა, ხანძარს ებრძვიან.

როგორც სოხუმის რაიონის ე.წ.სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ კვიწინიამ განაცხადა, ამაჟამად სოფელ აკაპას მახლობლად ცეცხლს ხელით აქრობენ.

კვიწინიას თქმით, ცეცხლის კერები რთულად მისადგომ ადგილებშია, წვიმის გარეშე მთლიანად მათი ჩაქრობა ვერ მოხერხდება.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყის ხანძრები ნოემბრის დასაწყისში დაიწყო, რომელთა საერთო ფართობი 11 ათას ჰექტარს აღემატებოდა. მაშინ აფხაზ მეხანძრეები ცეცხლის კერების საკუთარი ძალებით ჩაქრობას ვერ ახერხებდნენ და დახმარებისთვის რუსეთს მიმართეს. ერთობლივი ძალებით ხანძრების ჩაქრობა მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები