ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე 302 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი გაიყიდა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა, რომელთაც ჯამში 302 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი გაყიდეს.
ოფიციალური სტატისტიკით, 45,1 ათასი მოვაჭრიდან 44,3 პროცენტი თბილისზე მოდის, ხოლო 14,2 პროცენტი – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 9,8 პროცენტი – ქვემო ქართლის, 9,1 პროცენტი – კახეთის, 7,5 პროცენტი – აჭარის, 7,5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,6 პროცენტი – შიდა ქართლის, 1,8 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1,3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის და 0,9 პროცენტი – გურიის რეგიონზე ნაწილდება.
საანგარიშო პერიოდში სულ საქართველოში ფუნქციონირებდა 208 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,8 პროცენტი თბილისშია, 20,7 პროცენტი – იმერეთის, 12,0 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,0 პროცენტი – კახეთის, 7,2 პროცენტი – ქვემო ქართლის, 5,3 პროცენტი – აჭარის, 4,3 პროცენტი – შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1,9 პროცენტი – გურიის, 1,9 პროცენტი – მცხეთამთიანეთის, 1,0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.