კოლუმბიაში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
კოლუმბიაში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დასახლებულ პუნქტ გრანადასთან ახლოს, 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.