25 დეკემბერს ღამის საათებში ბაშის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე ბაშის სატრანსპორტო კვანძე, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა კვანძის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში. რის გამოც, 2019 წლის 25 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გავლით განხორციელდება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები