გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სხდომა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერიას ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ სოციალური პროექტები​ არასაკმარისადაა გათვალისწინებული.

“პოლიტიკურ რინგად გამოიყენეს ჩვენმა ოპონენტებმა დღევანდელი საკრებულოს სხდომა. იყო დაძაბულობა , ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა აბსოლუტურად შეუსაბომო, არასაგნობრივი საკითხები. დღევანდელ საკრებულოს სხდომას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი , რომელმაც ამომწურავი პასუხი გასცა ყველა დასმულ კითხვას. 2020 წელს კვლავ პრიორიტეტული რჩება ინფრასტრუქტურა ,თუმცა ყველა სხვა სფეროზე მაქსიმალურადაა განაწილებული თანხები. 2020 წლის ბიუჯეტი 43 მილიონი ლარით განისაზღვრა”,- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები