ზვიად შალამბერიძე “SOCAR“-ის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას დაესწრო

8სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტობანზე, ქალაქ თერჯოლის მახლობლად, “SOCAR Georgia Petroleum“-ის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას დაესწრო.

გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ კომპანია “SOCAR”-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე მთავრობის და კომპანია “SOCAR”-ის სხვა წარმომადგენლები და აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები.

ავტოგასამართი სადგურის გარდა, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი მოიცავს ბავშვთა გასართობ ზონას სათამაშო ავტომატებით, კაფე-მარკეტს “Way Mart”, კვების ობიექტებს “Dunkin Donuts” და “Wendy’s”, სააფთიაქო ქსელს “GPC”, ღვინის მწარმოებელი კომპანიის „მეღვინეობა ხარება” მაღაზიას და ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია დამტენი მოწყობილობები ელექტრომობილებისათვის.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები