საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ფასი გაიზარდა
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის მონაცემებით,1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი 3.07 ევრომდე გაიზარდა.
OIV-ის 2019 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით,1 ლიტრი ფრანგული ღვინის საექსპორტო ფასი 6.6 ევროს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის პირველ ადგილზეა. ლიტრზე 3.12 ევროთი მეორზეზე იტალიური ღვინოა. 3.07 ევროთი ქართული ღვინო მესამეა. შემდეგ მოდის გერმანული ღვინო (2.71 ევრო ), პორტუგალიური ( 2.68 ევრო) და ესპანური ( 1.39 ევრო ).
2018 წელს ქართული ღვინის ფასი 2017 წელთან შედარებით 20 %-ით გაიზარდა.საშუალო საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა: განვლილ 11 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი ( 86 მლნ ბოთლი) 10%-ით, ხოლო ღირებულება (220 მლნ აშშ დოლარი) 20%-ით გაიზარდა.