24 დეკემბერს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 2 მატარებელი მსვლელობიდან იხსნება
ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრომატარებელი №6448/6447 – ხაშური-ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.
ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის” ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება.