თბილისის აეროპორტის ენერგომომარაგებისთვის სემეკი, “სსე” და “თელასი” პროექტს წარადგენენ

12:00 საათზე, ქვესადგურის „ნავთლუღი-220“ ტერიტორიაზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“(სსე), სს „თელასის“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის წარდგენა გაიმართება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და სს„თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.

პროექტის ფარგლებში, 8,3 კილომეტრიანი ახალი საკაბელო ხაზი აშენდა. მოეწყო და თანამედროვე მოწყობილობა/აპარატურით აღიჭურვა 35 კვ. ძაბვის ორი სახაზო უჯრედი.

პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ენერგომომარაგების საიმედოობა საგრძნობლად გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები