ბათუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს
ბათუმში 8 ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი პოლიტიკური ლიდერები და მათი მხარდამჭერები პროპორციულ სააარჩევნო სისტემას ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები 6 მაისის პარკთან შეიკრიბენ და მსვლელობით აბაშიძის ქუჩაზე გადაადგილდებიან.
“,,ჩვენ ვითხოვთ ერთს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობის შესრულებას, მან თავისი სიტყვა უკან წაიღო რასაც ქართველი ხალხი არ აპატიებს”,- განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა “ნაცმოძრაობიდან” მირდატ ქანადაძემ.