დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონი 2020 წლის დასაწყისში თეთრ სახლში მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 2020 წლის დასაწყისში თეთრ სახლში მიიწვია,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “სანდეი თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ბრიტანულ მედიას წყარომ განუცხადა, ვიზიტი შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში შედგეს. თუმცა გავრცელებული ცნობით, ბორის ჯონსონს სურს, რომ ვაშინგტონში 31 იანვარს დანიშნული ბრექსიტისა და თებერვალში მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შემდეგ გაემგზავროს.
ბორის ჯონსონმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდგომ ლონდონსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო შეთანხმების საკითხი უნდა განიხილონ.