აბასთუმანში მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა
დაბა აბასთუმანში, “ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის” და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, “აბასთუმნის ფილტვის ცენტრში” საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
დღის განმავლობაში “ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის”, “აბასთუმნის ფილტვის ცენტრის წამყვანმა ექიმებმა,სხვადასხვა დარგის უმაღლესი რანგის სპეციალისტებმა,საგანგებოდ მოწვეულმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებმა და პროფესორებმა მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევა და კონსულტაციები ჩაატარეს.
ჩატარდა მრავალმხრივი კლინიკო -ლაბორატორიული,სეროლოგიური,ბიოქიმიური კვლევები უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით,რენტგენოლოგიური,ექოსკოპიური და სხვა მრავალფუნქციური კვლევები თანამედროვე სტანდარტების დიაგნოსტიკური აპარატურით. დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ ჩატარდა მრავალპროფილური კონსულტაციები შემდეგი სპეციალობებით – თერაპევტი,პულმონოლოგი,კარდიოლოგი,ალერგოლოგი,ენდოკრინოლოგი,ქირურგი,თორაკოქირურგი,ტრავმატოლოგი,უროლოგი,გინეკოლოგი,ნევროპათოლოგი,ოკულისტი,ოტორინოლარიგოლოგი,პედიატრი(0-დან 16 წლის ჩათვლით),ფსიქოლოგი,რეაბილიტოლოგი,ფტიზიატრი,რესპიროლოგი, სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალისტები.
აქციის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე,უფასოდ დარიგდა რამდენიმე დასახელების სხვადასხვა მედიკამენტი.