ხონში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხონში მცხოვრებ დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში დევნილებმა კონსულტაციები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან გაიარეს,დევნილებს საჭიროებიდან გამომდინარე ჩაუტარდათ ინსტრუმენტული გამოკვლევები, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში და C ჰეპატიტის სკრინინგული გამოკვლევა. ხონში მცხოვრებ დევნილებს ასევე ექნებათ შესაბამისი მედიკამენტური უზრუნველყოფაც.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდოამარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და იმერეთის მხარეში სახელმშიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრნენ.
„იმერეთის რეგიონში ვიზიტის დროს გამოიკვეთა დევნილების მაღალი მოთხვნა ჩვენი ერთ-ერთი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩამოვსულიყავით და განგვეხორციელებინა უფასო პროფილაქტიკური, მრავალპროფილური გამოკვლევები. დღეს წარმოდგენილია ფართო სპექტრი პირველადი ჯანდაცვის ექიმების რგოლის სპეციალისტების, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ გამოკვლევები. ასევე უტარდებათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით სკრინინგული კვლევები C ჰეპატიტიტსა და შიდსზე. ასევე ურიგდებათ დანიშნულებისამებრ მედიკმენტები“,-აღნიშნა ქეთევან ბაკარაძემ.
„გუშინ და დღეს ჩატარდა გეგმიური ღონისძიებები, რომელიც არის აფხაზეთის მთავრობის და ჯანდაცვის სამინიმსტროს მიერ ორგანიზებულსგავსი ღონისძიებაჩატარდა ბაღდათსში და დღეს ხონში ,ჩვენ მივიღეთ უამრავი ბენეფიციარი. დევნილების გარდა ჩვენ ვიღებთ და ვემსახურებით სოციალურად დაუცველ ბენეფიცირებს. შესაბამისად ეს ღონისძიება არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოების დევნილი წევრებისთის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბაღდათის და ხონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს,რომ მხარი დაგვიჭირეს“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
„ძალიამ მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთი ღონისძიებები,არა მარტო ხონის დევნილებისთვის არამედ რეგიონის მასშტაბით.რადგამ მათ ადგილზე შეუძლიათ ყველა ის ვიწრო სპეციალისტის მომსახურეობა მიიღონ და ადგილზევე შეძლებენ შესაბამისი მედიკამენტების მიღებას.მსგავსი ღონისძიებები იმართება პერანენტულად იმერეთის სხვადასხვა რაიონში“,- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები