პრეზიდენტი: 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია, იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ნეგატიური ქმედება თავის კვალს ტოვებს.
„ვუსამძიმრებ ოჯახს, დედას, ძმას, მის ყველა მეგობარს და საზოგადოებას, იმიტომ, რომ 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია. მე მგონი, ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს და ეს არის კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.