კრისტიან ურსე: მივესალმეთ იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ წარმოადგინა შეთავაზება

“მივესალმეთ იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ წარმოადგინა შეთავაზება”,-ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა, კრისტიან ურსემ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პოზიტიურია ის ფაქტიც, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია კვლავ შეთანხმდნენ აღნიშნული საკითხის განსახილველად იანვარში შეხვედრაზე.
“ჩვენ გვქონდა შეხვედრა ოპოზიციასთან, რომლის დასასრულსაც ჩვენ მივესლამეთ იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარიტამ წარმოადგინა შეთავაზება. რა თქმა უნდა არ გვქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ განგვეხილა ამ შეთავაზების ყველა ასპქეტი, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ იანვარში შეხვედრაზე, რაც არის ძალიან პოზიტიური, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ დიალოგი გრძელდება. ჩვენ, როგორც საერთაშორისო საზოაგადოება, გავაგრძელებთ იმ ელემენტების ძიებას, რომელიც დაეხმარება მხარეებს მიაღწიონ კონსენსუსს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპრიმისის შემთხვევაში არავინ იქნება 100%-ით კმაყოფილი, ის აუცილებელია პრობლემის გადაჭრისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას”,-განაცხადა კრისტიან ურსემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები