დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა დამატებითი ბერკეტი ამოქმედდება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება იყო გამიზნული პროვოკაცია ოკუპანტი ქვეყნისგან. მისივე თქმით, ამოქმედდება ყველა დამატებითი ბერკეტი, რომ ექიმი ოჯახს დაუბრუნდეს.

“ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, ფაქტები კი ამტკიცებს, რომ მისი დაკავება უკანონო იყო და ამავე დროს ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. რაც აქამდე იყო ამოქმედებული სხვადასხვა ბერკეტები, იმას კიდევ დავამატებთ ყველა შესაძლებლობას. ყველა საერთაშორისო პარტნიორისგან ვიღებთ მუდმივად რჩევებს და ოჯახთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია. ოკუპანტ ძალასთან გვაქვს საქმე, რომლისთვისაც არანაირი სამართლებლივი ნორმები არ არსებობს,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღეს, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტს ვაჟა გაფრინდაშვილს 1,9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები