გიორგი გაჩეჩილაძე: მნიშვნელოვანია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კადრებით როგორ დაკომპლექტება

ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარის, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა მომავალზე გათვლილი უდიდესი ქველმოქმედებაა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოხდება საქართველოს მხრიდან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონტიგენტის შერჩევა.

საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელისადმი გიორგი გაჩეჩილაძის კითხვაც სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხებოდა.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. მოგეხსენებათ, ეს არის უდიდესი ქველმოქმედება, რაც მომავალზეა გათვლილი. სიმბოლურია, რომ ეს ქუთაისში ხდება, იმიტომ რომ ქუთაისი ტრადიციულად ყოველთვის იყო განათლებისა და კულტურის ცენტრი საქართველოში, წარსულზე მაქვს საუბარი და იმედი მაქვს, რომ მისი ეს იმიჯი აღსდგება. ამიტომ მნიშვნელოვანია კონტიგენტი, თუ როგორ მოხდება პროფესორ-მასწავლებლების დაკომპლექტება, საქართველოს მხრიდან, რა თქმა უნდა. მაინტერესებს რა კრიტერიუმებით არჩევთ და ვინ არჩევს იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც უნდა ასწავლონ ამ უნივერსიტეტში”, – მიმართა მინისტრს გიორგი გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები