საფრანგეთის ელჩი: სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან დაახლოებაში დიდ დახმარებას უწევს

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგომ კალასის განცხადებით, მისთვის სალომე ზურაბიშვილის გზავნილები და განცხადებები მისაღებია. ამის შესახებ მან აჭარის “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა.

ელჩის თქმით, პრეზიდენტი დიდ დახმარებას უწევს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან დაახლოებაში, რადგან მას ძალიან ძლიერი დიპლომატიური გამოცდილება აქვს.

“სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს პრეზიდენტი. ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, მე მესმის, რასაც ამბობს. მე მას ვნახულობ, მაქვს მასთან დიალოგი, მესმის, ის დიდ დახმარებას უწევს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან დაახლოებაში, რადგან ძალიან ძლიერი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ვთვლი, რომ ზოგჯერ განსაკუთრებული რეაქციებია მის გამონათქვამებთან დაკავშირებით, მაგალითად როდესაც ის აქებს ქართულ მეცნიერებას ვეთანხმები მას. ეს ყოველივე ეხმარება საქართველოს, საფრანგეთს და მის საერთაშორისო პარტნიორებს,” – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები