ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით შეუფარდა. ე.წ მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაფრინდაშვილს პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – დავით ასათიანი ავრცელებს.

“ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – 1წელი და 9 თვე ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება” ,- წერს ასათიანი.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები