რუისში სპორტული მოედნის გასხვისებას აპროტესტებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ადგილობრივები სოფლის სპორტული მოედნის გასხვისებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ალეკო ყამბარაშვილი შეხვდა. მერიის წარმომადგენლების განაცხადებით, აღნიშნული ტერიტორია მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს და გასხვისება კანონიერად, ელექტრონული აუქციონის წესით იგეგმება. საწყისი ღირებულება 49 000 კი, ლარს შეადგენს.
,,ეს არის მუნიციპალური საკუთრება და მუნიციპალიტეტი ლეგიტიმურად ასხვისებას აღნიშნულ ტერიტორიას, სადაც ელექტრომობილების დამტენი სადგურის მოწყობა იგეგმება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მოსახლეობის მოთხოვნა ვერ იქნება გათვალისწინებული”,- განაცხადა ქარელის მერის თანაშემწემ, ალეკო ყამბარაშვილმა.