საქსტატი: საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი კვლავ თურქეთია
2019 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმასაქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.8 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 633.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი(1 322.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (982.4 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ -ნოებერში საქართველომ თურქეთში 184 491.1 ათასი აშშ.დოლარის პროდუქცია გაყიდა. იმპორტმა თურქეთიდან 1 448 649.1ათასი აშშ.დოლარი შეადგინა.
2019 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 601.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 594.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეაფეროშენადნობები 261.2 მლნ. აშშ დოლარით (7.7 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 685.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 579.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 545.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).