ლონდა თოლორაია: არასრულწლოვანთა პირადი მიმოწერები და სკოლიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მშობლების თანხმობის გარეშე გადასცა

“არასრულწლოვანთა პირადი მიმოწერები და სკოლიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მშობლების თანხმობის გარეშე გადასცა”, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი პოლიციაში მშობელთან ერთად გამოცხადდა, თუმცა პოლიციის განყოფილება გარკვეული მონაცემების მიტანის გამო 20 წუთით დატოვა. ამასთან, ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ გამოკითხვის იმ სივრცეში, სადაც არასრულწლოვნის დაკითხვა მიმდინარეობდა, გამომძიებლის გარდა პოლიციის სხვა თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა თოლორაია ამბობს, რომ მათი იქ ყოფნის მიზანი დაზუსტებული არ არის.

„ჩანაწერებში ჩანს, რომ გამომძიებლის მაგიდასთან, მათ შორის ახლოს, მოძრაობენ ასევე პოლიციის სხვა თანამშრომლები. ვიდეოჩანაწერებში მათი ხმა არ ისმის. შეუძლებელია სიტყვიერად იმის გაგება, რას ემსახურებოდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს პოლიციის თანამშრომელთა ადგილზე მისვლა. სწორედ ამიტომ, გრძელდება გამოძიება, რასაც სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ერთობლიობაში. ერთი ჩვენება, ერთი მტკიცებულება არ არის საკმარისი ასეთი მნიშვნელოვანი მძიმე დანაშაულისთვის პირს წაუყენო ბრალი ან მიიღო მისი პატიმრობის გადაწყვეტილება“,- განაცხადა თოლორაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები