ნინო ცაციაშვილი: მტკიცებით ფორმატში რაიმე სახის განცხადება მას შემდეგ გაჟღერდება, როცა სახელმწიფო ინსპექტორი საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს
იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ის კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის ყველას ამომწურავი პასუხი გაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მტკიცებით ფორმატში რაიმე სახის განცხადება მას შემდეგ იქნება გაჟღერებული, როცა სახელმწიფო ინსპექტორი საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
“იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ის კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის ყველას ამომწურავი პასუხი გაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ. რაც შეეხება ჩემს განცხადებას და ჩემს ბრიფინგში გაჟღერებულ ინფორმაციას, ჩვენი მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერება მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც მაშინ გვქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც შემდგომში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იქნა მოძიებული კონკრეტული საგამოძიებო და საპროცესო პროცესების შედეგად. ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისაგან რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, გამომდინარე იქიდან, რომ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გავრცელება, ამასთან რაიმე მტკიცებით ფორმატში რაიმე სახის განცხადება ლოგიკურია მას შემდეგ იქნება გაჟღერებული, რაც სახელმწიფო ინსპექტორი ყველა კითხვას სრულად გასცემს პასუხს რაც იყო საზოგადოებაში”,- განაცხადა ცაციაშვილმა.