არჩილ თალაკვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანში არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, ასევე, საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას.

დესისლავა ივანოვამ არჩილ თალაკვაძეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ბულგარეთის მიერ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, ასევე, ინსტიტუციურ განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები