საქსტატი: მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

2019 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 13 446.5 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.8 პროცენტით განისაზღვრა.

ზრდა აღინიშნა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (17.1 პროცენტი); საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.8 პროცენტი); გართობა და დასვენება (19.9 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობა (4.9 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია (18.2 პროცენტი); უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (3.8 პროცენტი); ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (8.1 პროცენტი), განათლება (6.3 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში (-2.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში (-2.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობის და თავდაცვის, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების დარგში (-4.0 პროცენტი).

აღსანიშნავია რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.8 პროცენტი), მშენებლობა (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (5.2).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები