სავალუტო ფონდის მითითებით სებ-ი საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს
საერთაშორისი სავალუტო ფონდის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. როგორც ცნობილია, დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით დაყოფილია ოთხ ჯგუფად – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი.
მომავალი წლისათვის დარჩება მხოლოდ ორი კატეგორია. როგორც სავალუტო ფონდის რეკომენდაციაშია აღნიშნული ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ.
სავალუტო ფონდის განმარტებით, ამ ცვლილებების შედეგად დაკრედიტების პროცესში შემცირდება ადმინისტრაციული ტვირთი და რისკების შეფასებისას ბანკები უფრო მოქნილები გახდებიან.