გიორგი გიგაური: თანდათან ირკვევა, როგორ უზნეოდ და ამაზრზენად ცრუობენ “მკვლელი” “მწვანე სკოლის” დირექტორები – კახა დავითური და ბაკურ სულაკაური
ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს და “მწვანე სკოლის” დირექტორებს სიცრუეში ამხელს.
მისი თქმით, სკოლამ თავად ჩაატარა შიდა გამოძიება, პოლიციას გაშიფრული ვიდეოკადრები და სქრინები დაახვედრა, რაც გიორგი გიგაურის თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია.
“აი, რატომ მოიკლა თავი ლუკა სირაძემ!
თანდათან ირკვევა, როგორ უზნეოდ და ამაზრზენად ცრუობენ ლუკა სირაძის ,,მკვლელი” ,,მწვანე სკოლის” დირექტორები – კახა დავითური და ბაკურ სულაკაური:
ტყუილი 1: სკოლის დირექტორატი ურცხვად ირწმუნება, თითქოს ლუკა სირაძე მათ კი არ გააგდეს, არამედ, ოჯახმა განცხადებით გადაიყვანა ის საჯარო სკოლაში!
არადა, ოჯახმა ბავშვი სწორედ იმიტომ გადაიყვანა საჯარო სკოლაში, რომ ამ კერძო სკოლამ უარი უთხრაათ შეღავათებზე და სწავლის საფასურის გადახდა მოსთხოვა – ანუ სკოლამ არ გაითვალისწინა მარჩენალდაკარგული ოჯახისა და ახლადდაობლებული ბიჭის მძიმე სტრესული მდგომარეობა და მოაშორა საყვარელ სკოლას, მეგობრებს!
აკი, ამიტომაც დაწერა ბავშვმა სკოლის კედლებზე, დირექტორატის ღორობის საპროტესტოდ: ,,ამ ცხოვრების დედაცო!”
ტყუილი 2: სკოლის დირექტორებმა მედიას განუცხადეს, თითქოს მათ ვიდეოკამერებით ვერ ამოიცნეს, ვინ გააკეთა წარწერები სკოლის კედლებზე და ამიტომაც მიმართეს პოლიციას!
არადა, როგორც ირკვევა, მათ, პოლიციის გამოძახებამდე, ვიდეოკადრებით არამხოლოდ ამოიცნეს ლუკა, არამედ პოლიციას დაახვედრეს ეს გაშიფრული ვიდეოკადრები და მოსწავლეთა ფეისბუკმიმოწერის ამონაბეჭდებიც კი – ეს ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია!
და, სავარაუდოდ, სწორედ ამ ,,შიდა გამოძიებით” მოპოვებულ ჩვენებების გამო სცადა თვითმკვლელობა პოლიციაში მოწმედ მოხვედრილმა ლუკას ყოფილმა თანაკლასელმა გოგონამ!
ანუ დირექტორატმა მოსწავლეები დაკითხა, მთელი გამოძიებაც ჩაატარა და ამის შემდეგ, პირდაპირ, პოლიციას ჩაუგდო ხახაში 15 წლის ობოლი, სკოლიდან უსახსრობის გამო გაგდებული ბავშვი, რომელსაც იქ, კიდევ, ეს ნაც-ჯალათი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დახვდა, ვამპირივით!
ალბათ, მალე ისიც გაირკვევა, რომ სკოლა ბავშვის ოჯახს ამ წარწერებით მიყენებული სარემონტო სამუშაოების ანაზღაურებასაც სთხოვდა და ამან კიდევ უფრო დაამძიმა ლუკა სირაძის ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ ის არა მხოლოდ პოლიციას გადასცეს, არამედ მის ხელმოკლე ოჯახს კიდევ აქეთ, ზიანის ანაზღაურებას სთხოვდნენ და ამიტომაც გადასცეს პოლიციას!
და აგერ, ბატონო, ამ პოსტის დადებიდან 2 საათში, გაირკვა კიდეც და ჩავამატებ:
,,გამოძიების დაწყებას კატეგორიულად ითხოვდა სკოლის წარმომადგენელი, მენეჯერი, რომელიც მოწმის სახით გამოკითხულია, გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და მათი მოთხოვნა დააფიქსირა, რომ გარდა კედლებისა, დაზიანებული იყო 2 დაფა, რომელთა ღირებულება რამდენიმე ასეულ ლარს აღემატებოდა და კატეგორიულად მოითხოვდნენ, ანაზღაურებულიყო სირაძის ოჯახის მიერ. მათი შეფასებით, დაფები 300 ლარად იყო შეფასებული”, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი თეონა გვაზავა.
მოკლედ, ეს კობა დავითური და პატრიარქის მაგინებელი ,,უნიტაზის მწერლების” გამომცემელი ბაკურ სულაკაური და მთელი მათი “ნაცი” გილაურის კერძო ფულის საჭრელი სკოლა (თავის “ნაცი” ნუგზარ წიკლაურის “ნაცი” ცოლით) უპირველესი დამნაშავეა 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში!
უფალმა აცხონოს ლუკას უმანკო სული!,”- წერს გიორგი გიგაური.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.