კახეთში, 84 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

სოფელ კასრისწყალში, 84 წლის ერესტო ღულელაურის მკვლელობის ბრალდებით,  ერთი პირი დააკავეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხედრის პოვნიდან რამდენიმე საათში, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.

დაკავებულია 64 წლის კაცი.

შემთხვევა დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოხდა. პოლიცილებმა მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. გარდაცვლილი 84 წლამდე ერესტო ღულელაური , კასრისწყლის მკვიდრია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები