კუხიანიძე უმრავლესობიდან გარიცხვაზე – ანუ, მე ვარ ცუდი, სხვები არიან კარგები
საკრებულოს ფრაქცია”ქართული ოცნებიდან” გარიცხული ერეკლე კუხიანიძის თქმით, უმრავლესობამ მისი ქმედებები გუნდის რეპუტაციის შემლახველად მიიჩნია და გაემიჯნა.
“საკრებულოს უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ჩემი ქმედება გუნდის რეპუტაციას აზიანებს. კი ბატონო, თუ ჩემი ქმედებები გუნდის რეპუტაციას აზიანებს, ისინი გამემიჯნენ. ანუ მე ვარ ცუდი, სხვები არიან კარგები, მე დავუშვი შეცდომა უპატიებელი”, – განაცხადა კუხიანიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს.
16 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოიხადა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი ემოციურ მდგომარეობას დაუკავშირა.