15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, გორში დაგეგმილი ღონისძიებები გაურკვეველი ვადით გადაიდო

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ, 15 წლის მოზარდის,  ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, დაგეგმილი ღონისძიებები გაურკვეველი ვადით გადადო.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი ქვათაძემ განუცხადა.

“მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს. ამ ტრაგედიამ შეძრა სრულიად საქართველო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გაურკვეველი ვადით გადადოს , მათ შორისაა ანსამბლი “გორის” კონცერტიც”,- განაცხადა გიორგი ქვათაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. ამ საქმეზე გუშინვე გამომძიებელი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები