კახა კალაძე: ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს, უბრალოდ ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლისები

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მოზარდი გარდატეხის ასაკში, დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს.

“ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ, მინდა ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლისები, რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა ჩვენში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა ჩვენს ირგვლივ იყო გამოწვევა, ხშირად შეიძლება ითქვას ბრძოლაც კი.

ლუკაც ასეთი იყო, ბიჭი გარდატეხის ასაკში, რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს.
გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი რატომ?
სამწუხაროდ, არ არსებობს თანაგრძნობა, სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ, ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება.
როცა ბავშვი იღუპება ამაში დამნაშავე ვართ მთლიანად საზოგადოება, იმიტომ რომ ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები